ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათისათვის საარჩევნო უბნებზე 681 583 ამომრჩეველი გამოცხადა და მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, რაც საერთო რაოდენობის 19.41%- ია. ხმის მიცემის პროცესი გრძელდება. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაზე მაღალი აქტივოვა რაჭა-ლეჩხუმის მე-19 უბანზე ფიქსირდება — 28.3%, ხოლო ყველაზე დაბალი აჭარაში — 17.9%.
როგორც ცნობილია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12:00 საათისთვის აქტივობა 19.81% (655 948 ამომრჩეველი) იყო.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები იმართება.