ახალი ამბები

ყიზილაჯლოს უბნიდან ოპოზიციის წარმომადგენლები გამოყარეს – დამკვირვებელი

31 ოქტომბერი, 2020 • 625
ყიზილაჯლოს უბნიდან ოპოზიციის წარმომადგენლები გამოყარეს – დამკვირვებელი

სადმკვირვებლო ორგანიზაცია “პლატფორმა 2020-ის” წარმომადგენლის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, ყიზილაჯლოში 89-ე უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უბნიდან ოპოზიციური პარტიების ყველა დამკვირვებელი გააძევა.

“ჩემი უბანზე გამოჩენის შემდეგ ჩემს კოლეგას, დავით ქიმაძეს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც მოჰყვა ინციდენტი”, – აცხადებს მუმლაძე.

12 დამკვირვებლიდან ყიზილაჯლოს 89-ე უბანზე 5 გააძევეს. ყიზილაჯლოს 89-ე საარჩევნო უბნიდან, სადაც ცოტა ხნის წინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, ჯამში, 5 დამკვირვებელი გააძევეს. როგორც ჟურნალისტებს უბნის კომისიის მდივანმა, ლაშა ჩხიტუნიძემ უთხრა, ამ ეტაპზე უბანზე ოპოზიციური პარტიის 3 დამკვირვებელია დარჩენილი. ჩხიტუნიძე განმარტავს, რომ თავდაპირველად უბნიდან გააძევეს 3 დამკვირვებელი “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან. ამის მიზეზი კი, მისი განმარტებით, იყო ის, რომ დამკვირვებლები ერეოდნენ საარჩევნო პროცესში და მოქალაქეებს ხელს უშლიდნენ. როგორც მდივანი განმარტავს, 3 დამკვირვებლის გაძევებამ გამოიწვია დაპირისპირება, რის შედეგადაც “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. მარნეულის 89-ე უბანში არეულობა დილიდან მიმდინარეობს.

საუბნო კომისიის თავმდჯომარის მოადგილე ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები პროვოკაციებს აწყობენ.

პარალელურად, უბნიდან გაძევებული დამკვირვებელი ამბობს, რომ თავმჯდომარეს მოადგილე ხმების ფალსიფიცირებას ცდილობს.

ერთ-ერთი მათგანი, კარა ოჯურევი ამბობს, რომ სავარაუდოდ, “ოცნების” მხარდამჭერები და კომისიის თავჯდომარის მოადგილე ანარ მამიშოვი მოქალაქეებზე “ზეწოლას ახდენს, რომ მათ ხმა “ქართულ ოცნებას” მისცენ”.

თავად მამიშოვი ამ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ დამკვირვებლები მასზე ძალადობდნენ და მისი უბნიდან ძალით გამოყვანაც სცადეს, რის შედეგადაც დაზიანდა მისი ტანსაცმელიც.

ამ უბანზე დაპირისპირება დამკვირვებლების გაძევების შემდეგაც გაგრძელდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი