31 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 პაციენტი.
დღეის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 38 936 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთლდა 22 691 პაციენტი, გარდაიცვალა – 307.
stopcov.ge-ის მონაცემებით კარანტინშია 3 001, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4136, კოვიდსასტუმროში კი 2245 პირი იმყოფება.