ნეტგაზეთი | ჩართვის აპარატი და კამერა გაგვტაცეს – “მთავარი არხის” ჟურნალისტი ჩართვის აპარატი და კამერა გაგვტაცეს – “მთავარი არხის” ჟურნალისტი – Netgazeti
RU | GE  

ჩართვის აპარატი და კამერა გაგვტაცეს – “მთავარი არხის” ჟურნალისტი

ქუთაისში “მთავარი არხის” კორესპონდენტის, ირაკლი ვაჩიბერაძის განცხადებით, უცნობმა პირებმა ჩართვის აპარატი და კამერა გასტაცეს.

როგორც ნეტგაზეთს ჟურნალისტმა განუცხადა, შემთხვევა ქუჩაში მოხდა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია პოლიცია.

შემთხვევის ადგილი © ირაკლი ვაჩიბერაძე

განახლება: შინაგან საქმეთა სამინსტრო პრესსამსახური აცხადებს, რომ “მთავარ არხის” ტექნიკა ნაპოვნია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com