ახალი ამბები

თავდასხმა ქაბულში, განათლების ცენტრზე: დაიღუპა, სულ მცირე, 24 ადამიანი

25 ოქტომბერი, 2020 • 851
თავდასხმა ქაბულში, განათლების ცენტრზე: დაიღუპა, სულ მცირე, 24 ადამიანი

სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, საგანმანათლებლო ცენტრში, გუშინ 24 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ Al Jazeera ავრცელებს.

გამოცემა ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ საგანმანათლებლო ცენტრში თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. აფეთქების შედეგად დაშავდა 57 ადამიანი.

Al Jazeera-ს ინფორმაციით სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, თავმდასხმელმა თავი იმ დროს აიფეთქა, როდესაც ის ცენტრში შეღწევის მცელობისას დაცვამ გააჩერა. გამოცემის ინფორმაციით, აფეთქება შიიტური თემის დასახლებასთან ახლოს მოხდა.

ასევე, გამოცემის ცნობით თალიბანმა მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აიღო.

გარეკანის ფოტო: Mohammad Ismail/Reuters

მასალების გადაბეჭდვის წესი