ახალი ამბები

19 მძევალი ვართ, თავდამსხველი $500 000-ს ითხოვს – მძევალი

21 ოქტომბერი, 2020 • 856
19 მძევალი ვართ, თავდამსხველი $500 000-ს ითხოვს – მძევალი

ერთ-ერთი მძევალი, რომელიც „მთავარ არხთან“ იდენტიფიცირდება, როგორც ირაკლი კ., რომლის თანახმადაც თავდამსხმელის დავალებით რეკავს, ამბობს, რომ გამტაცებელი 500 000 დოლარს ითხოვს. მისი თქმით, თავდამსხმელს 19 მძევალი ჰყავს აყვანილი.

როგორც მძევალი ამბობს პირდაპირ ეთერში, გამტაცებელი არის ავტომატით, პისტოლეტითა და ხელყუმბარით შეიარაღებული: „ყუმბარას მოხსნილი აქვს ყუმბარაზე დამცველი და ხელში უჭირავს მუდმივად“, – ამბობს ის.

მისი თქმით, გამტაცებელი 500 000 დოლარს ითხოვს და ამბობს, რომ „რაც შეიძლება სწრაფად შემოვიდეს ვინმე შეუიარაღებელი, ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია“.

„ჩემ გვერდით არის ახლა“, – ამბობს ის გამტაცემებელზე. „500 000-ის გადახდის შემთხვევაში არავინ დაზარალდებაო, თუ ძალოვნები არ ჩაერევიანო“…

ამასთან, თავდამსხმელი ითხოვს „უსაფრთხოების გარანტიას, უსაფრთხოდ გასვლას აქედან. მე ვიძლევი იმის გარანტიასო, რომ ამ თანხის გადახდის შემთხვევაში არავინ დაზარალდებაო“, – ამბობს მძევალი. ვიდეოში ისმის, როგორ კარნახობს მას სიტყვებს თავდამსხმელი.

ზუგდიდში ბანკს აყაჩაღებენ, სავარაუდოდ, ჰყავთ მძევლებიც

გამოძიება ყაჩაღობის, მძევლად აყვანის და იარაღის შეძენის მუხლებით დაიწყო – შსს ზუგდიდზე

მასალების გადაბეჭდვის წესი