ახალი ამბები

არ შეიძლება, ინფექციურში წამოგორდეს მოქალაქე 37.7 სიცხით – გახარია

21 ოქტომბერი, 2020 • 1246
არ შეიძლება, ინფექციურში წამოგორდეს მოქალაქე 37.7 სიცხით – გახარია

“არ შეიძლება, ჯანმრთელი ადამიანი, იმის გამო, რომ საშუალო ტემპერატურა აქვს 37.7, წამოგორდეს ინფექციურ საავადმყოფოში”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, უსიმპტომო ან მსუბუქი სიმპტომებით კოვიდინფიცირებული პაციენტები ყველგან ბინაზე იმართება, საავადმყოფოში კი რისკჯგუფებმა უნდა იმკურნალონ.

“არ შეიძლება, ჯანმრთელი ადამიანი, იმის გამო, რომ ტემპერატურა აქვს 37.7, წამოგორდეს ინფექციური საავადმყოფოს, ბოდიში, პალატაში. ეს უპასუხისმგებლობაა. ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ვიკავებთ იმ თანამოქალაქის ადგილს, ვისაც ეს უფრო სჭრიდება ისე, რომ ამის არანაირი აუცულებლობა არ არსებობს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, აღიარებს, რომ ქოლ-ცენტრების მიმართულებით ხარვეზები შეიქმნა, რადგან უცებ მოხდა ზეწოლა, თუმცა პროცესი მართვადია.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/306582/

მასალების გადაბეჭდვის წესი