ახალი ამბები

ერთი პირი შეიჭრა ბანკში, ვაცადოთ სამართალდამცავებს – გახარია

21 ოქტომბერი, 2020 • 667
ერთი პირი შეიჭრა ბანკში, ვაცადოთ სამართალდამცავებს – გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი შეიჭრა.

„ამ წუთში რა ინფორმაციაც მაქვს, ეს არის ერთი ადამიანი, ერთი დამნაშავე, რომელიც, სავარაუდოდ, შეიჭრა ერთ-ერთი ბანკის ფილიალში“, – განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს 15:00 საათზე.

„დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ოგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტურად და მშვიდობიანად. და ვაცადოთ ამ ხალხს“.

ამ წუთებში ზუგდიდში, ცენტრალურ მოედანთან, რუსთაველის ქუჩაზე, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს აყაჩაღებენ.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ზუგდიდის მერმა ტვ „პირველთან“ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ბანკში მძევლებიც ჰყავთ აყვანილი.

ტვ „პირველის“ თანახმადვე, ბანკის შენობაში 2 შეიარაღებული პირი შეიჭრა. შენობაში ბანკის თანამშრომლები და მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

„მივდიოდი პენსიის ასაღებად, უცბად ატყდა სროლა“, – ამბობს ტელევიზიასთან საუბარში ერთ-ერთი მოქალაქე. „რამდენიმე გასროლის ხმა გავიგე“, – ამბობს კიდევ ერთი.

კადრებში ჩანს, როგორც ჩამოჰყავთ მოქალაქეები პოლიციელებს სახანძრო კიბით.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შსს-ს ინფორმაციის მისაღებად.

[მასალა განახლდება]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი