ახალი ამბები

სავალდებულო კარანტინის წესი შეიცვლება

15 ოქტომბერი, 2020 • 5829
სავალდებულო კარანტინის წესი შეიცვლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მომავალში საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კარანტინის წესი შეიცვლება.

საუბარია იმის შესახებ, რომ საქართველოს ის მოქალაქეები, ვისაც ქვეყანაში დაბრუნებისას PCR ტესტის უარყოფითი პასუხები ექნებათ, სავალდებულო კარანტინს აღარ გაივლიან სახელმწიფოს მიერ ნაქირავებს სივრცეში. ისინი 12 დღეს თვითიზოლაციაში გაატარებენ სახლში. ვისაც ტესტის პასუხი არ ექნება, მას კვლავ კარანტინში მოუწევს 12 დღის გატარება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ოქტომბრის ბოლოდან უკვე არსებულ საჰაერო რეისებს ახალი ფრენები დაემატება.

მისი თქმით, საუბარია მიუნხენის და პარიზის რეისებზე. გახარიას განცხადებით, ეს ეკონომიკას მეტ ჟანგბადს მისცემს. ამასთან, გახარიას განმარტებით, ნოემბერში ახალი პირდაპირი რეისები გაიხსნება ევროპის მიმართულებით ქუთაისიდანაც და თბილისიდანაც.

სწორედ ამის შემდეგ იგეგმება სავალდებულო კარანტინის წესში ზემოხსენებული ცვლილების შეტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი