ახალი ამბები

მამალაძის გაყვანის საჭიროება სამოქალაქო კლინიკაში არ დგას – პენიტენციური

15 ოქტომბერი, 2020 • 1109
მამალაძის გაყვანის საჭიროება სამოქალაქო კლინიკაში არ დგას – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მდგომარეობა არ დამძიმებულა და, შესაბამისად, მისი სამოქალაქო პროფილის კლინიკაში გაყვანა არ იგეგმება.

ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

“2020 წლის 14 ოქტომბერს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ძმამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ამ მიზეზით იგეგმება მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ დამძიმებულა. მსჯავრდებულს, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდება და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო სექტორიდან ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების ადგილზე მომსახურებაც. რაც შეეხება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანას, ამის საჭიროება არ დგას, ვინაიდან, როგორც ზემოთ ითქვა, მსჯავრდებულს ადგილზე მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო სერვისი”, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას სამოქალაქო პროფილის კლინიკაში გამოიკვლევენ. არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-მაც გაავრცელა

EMC – ის ცნობით, როგორც მამალაძის ინტერესების დამცველმა ორგანიზაციამ, მაისი-სექტემბრის პერიოდში არაერთხელ მიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებას და ითხოვა გიორგი მამალაძისთვის, მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო კვლევების ჩატარებას და შემდგომი მკურნალობის დაგეგმვა. თუმცა დაწესებულება მხოლოდ სექტემბერში დაეთანხმა მათ მოთხოვნას. შესაბამისად, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული გამოკვლევა სამოქალაქო პროფილის კლინიკაში 15 ოქტომბერს იგეგმება და განისაზღვრება დეკანოზის მკურნალობის ტაქტიკაც.

EMC-ის წარმომადგენლის განმარტებით, ინფორმაცია, რომ 15 ოქტომბერს იგეგმებოდა მისი კლინიკაში გაყვანა, მამალაძეს თავად დაუდასტურეს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი