ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, შვეიცარიამ საქართველო მაღალი რისკის შემცველი ქვეყნების სიაში შეიყვანა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საელჩომ შვეიცარიაში საქართველოს იმ მოქალაქეთა საყურადღებოდ, რომლებიც ქვეყანაში ჩასვლას 12 ოქტომბრიდან გეგმავდნენ.
“…საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 12 ოქტომბრიდან შემოვლენ შვეიცარიის ტერიტორიაზე საქართველოდან სხვადასხვა სატრანზიტო მარშრუტით, სატრანზიტო ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სტატუსის მიუხედავად, ვალდებულნი არიან გაიარონ 10 დღიანი კარანტინი/თვითიზოლაცია.
აღნიშნული წესი ვრცელდება საქართველოდან შემოსულ ნებისმიერ პირზე, ხოლო წესის გვერდის ავლის შემთხვევაში გათვალისწინებულია მაღალი ჯარიმა – 10 000 შვეიცარიული ფრანკი.
შვეიცარიაში შემოსვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს თვითიზოლაცია ბინიდან, სასტუმროდან და ა.შ გაუსვლელად! დაუყოვნებლივ, მაქსიმუმ 2 დღის ვადაში უნდა დაუკავშირდეს კანტონალურ უწყებებს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და დაემორჩილოს მიღებულ ინსტრუქცია/რეკომენდაციებს”, – წერს უწყება და განცხადებას თან ურთავს ბმულს, რომელზეც კარანტინის წესებია მოცემული.
ასევე, უწყება მოქალაქეებს მიმართავს რეკომენდაციით, გამგზავრებამდე კომუნიკაციაში იყვნენ შესაბამის ავიკომპანიებთან, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, განსაზღვრონ მგზავრობასთან დაკავშირებული წესები, როგორიცაა Covid-19 ტესტის წარდგენის აუცილებლობა და სხვა.
მანამდე, საქართველო კოვიდის რისკჯგუფში გერმანიამაც შეიყვანა.
საქართველო ჯერ „ყვითელ ზონაში“ იყო, ახლა „მწვანეში“ – რა მოხდა?