ახალი ამბები

რუსეთმა ტიხანოვსკაიაზე ძებნა გამოაცხადა

7 ოქტომბერი, 2020 •
რუსეთმა ტიხანოვსკაიაზე ძებნა გამოაცხადა

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ოპოზიციონერ კანდიდატ სვეტლანა ტიხანოვსკაიზე რუსეთის ფედერაციამ ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით გამოცემა Ria novosti ავრცელებს.

პოლიტიკოსს ბელარუსის პროკურატურა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივად მიტაცების მცდელობას ედავება. მასზე ბელარუსში ძებნაა გამოცხადებული.

ამჟამად ტიხანოვსკაია ლიეტუვაში იმყოფება, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებიდან მალევე, საკუთარი უსაფრთხოების გამო გადავიდა.

აგვისტოში გამართული არჩევნების შემდეგ, ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო, სადაც პროტესტის მონაწილეები პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომასა და არჩევნების ოფიციალური შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. ბელარუსის ცესკოს მიხედვით, ლუკაშენკომ ხმათა დაახლოებით 80%-მიიღო და პრეზიდენტად მეექვსე ვადით აირჩა, თუმცა ქვეყნის მასშტაბით გამართული აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ რეალურად ტიხანოვსკაიამ გაიმარჯვა, ხოლო არჩევნები გაყალბდა.

სვეტლანა ტიხანოვსკაიას მეუღლე, ასევე,პოლიტიკოსი სერგეი ტიხანოვსკია, რომელიც ციხეში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი