ახალი ამბები

ლუკაშენკოს სურს, ბელარუსი რუსეთმა თავისი ტერიტორიის მსგავსად დაიცვას

10 აპრილი, 2023 • 1106
ლუკაშენკოს სურს, ბელარუსი რუსეთმა თავისი ტერიტორიის მსგავსად დაიცვას

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს უსაფრთხოების გარანტიები სთხოვა.

როგორც თავად ლუკაშენკომ თქვა:

„მოლაპარაკებებზე ეს ჟღერდა ასე – აგრესიის შემთხვევაში, რუსეთი იცავს ბელარუსს, როგორც საკუთარ ტერიტორიას. აი, ასეთი გარანტიები გვჭირდება“, – ციტირებს მას „ბელტა“.

მინსკში რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას ლუკაშენკომ აგრეთვე განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები არ ასრულებენ უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც ბელარუსმა, უკრაინამ და ყაზახეთმა საბჭოთა ბირთვულ იარაღზე უარის თქმის სანაცვლოდ მიიღეს. ლუკაშენკოს თქმით, ეს გარანტიები „ეკონომიკურ უსაფრთხოებას“ გულისხმობს:

„აბა, რა ეკონომიკური უსაფრთხოებაა, თუ ჩვენ წინააღმდეგ, რუსეთის წინააღმდეგ, სანქციებს აწესებენ?“.

მასალების გადაბეჭდვის წესი