ახალი ამბები

COVID-19-თან ბრძოლაში ჩართულ მედპერსონალს ხელფასები 50%-ით გაეზრდება – ტიკარაძე

7 ოქტომბერი, 2020 •
COVID-19-თან ბრძოლაში ჩართულ მედპერსონალს ხელფასები 50%-ით გაეზრდება – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმ კლინიკების სამედიცინო პერსონალს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები მკურნალობენ, ხელფასი გაეზრდება. ამის შესახებ ტიკარაძემ დღეს, 7 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

დღეს გამოიცემა უკვე დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ყველა ჩართულ ექიმს ექნება დამატებით 50%-იანი დანამატი იმ ხელფასზე, რომელიც დღესდღეობით არის თითოეული ექიმის საბაზრო ღირებულება საათობრივ ანაზღაურებაში”, – აცხადებს ტიკარაძე. მისივე თქმით, ექიმების გარდა, ხელფასები გაზერდება სხვა პერსონალსაც, მათ შორის, ექთნებსა და ინფექციონისტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი