ახალი ამბები

არ მაინტერესებს, სად წავიდა სოსო გოგაშვილი – გახარია

7 ოქტომბერი, 2020 •
არ მაინტერესებს, სად წავიდა სოსო გოგაშვილი – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საერთოდ არ აინტერსებს, სად წავიდა სოსო გოგაშვილი. ასე უპასუხა გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, რა მიზეზით დატოვა “ქართული ოცნება” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა.

“საერთოდ არ მაინტერესებს, რა დატოვა ან სად წავიდა სოსო გოგაშვილი… მიზეზი საერთოდ არ მაინტერსებს… არ ვიცი, საიდან უნდა ვიცოდე”,-ამბობს გახარია.

პარტიის დატოვების შესახებ გოგაშვილმა ინფორმაცია დღეს, 7 ოქტომბერს, “მთავარ არხს” დაუდასტურა, თუმცა მიზეზების შესახებ ამ ეტაპზე საუბარი არ ისურვა:

“განცხადება გაკეთდა და, ალბათ, აღმასრულებელი მდივანი მიხედავს პროცედურულად სტატუსის შეჩრების საკითხს. საუბარი მქონდა მხოლოდ [პარტიის] თავმჯდომარესთან, ავუხსენი მიზეზები, რასაც გაგებით შეხვდა და წარმატებები მისურვა.”

გოგაშვილი “ქართულ ოცნებაში” მონიტორინგის, კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო.

მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) მუშაობდა ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე.

სოსო გოგაშვილმა “ქართული ოცნება” დატოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი