ახალი ამბები

დაკარგული ილია ფილფანის ოჯახი ბავშვის მპოვნელისთვის ჯილდოს აწესებს

7 ოქტომბერი, 2020 • 2316
დაკარგული ილია ფილფანის ოჯახი ბავშვის მპოვნელისთვის ჯილდოს აწესებს

სვანეთში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის ოჯახი ბავშვის მპოვნელისთვის ან სასარგებლო ინფორმაციის მიმწოდებლისთვის ფულად ჯილდოს აწერებს.

ოჯახმა დღეს სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადეს, რომ ბავშვის დაკარგვიდან 2.5 თვე გავიდა და, მართალია, მიმდინარეობს საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები, სამართალდამცველებს საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ.

ილია ფილფანის დედა ყვება, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ზემო სვანეთის რეგიონს, კერძოდ, მესტია-ჯვრის გზას, სადაც ბავშვი ბოლოს ნახეს.

„თუ თქვენ ფლობთ რაიმე ინფორმაციას ბავშვის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია დადასტურდება, ჩვენ მზად ვართ, 50 000 ლარი გადავიხადოთ.

ნებისმიერი ინფორmაციითსვის, რომელიც დაეხმარება ბავშვის პოვნას ან გაგვიყვანს იმ ადამიანებამდე, რომლებსაც რაიმე წვლილი მიუძღვით მის გაუჩინარებაში, ჩვენ მზად ვართ, გადავიხადოთ 30 ათასი ლარი“, – ამბობს ილია ფილფანის დედა, ქსენია ფილფანი.

ილიას დედა ამბობს, რომ მპოვნელის კონფიდენციალურობას დაიცავენ, ოჯახთან კონტაქტზე გასვლა კი ყველა საშუალებითაა შესაძლებელი, მათ შორის, ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით თუ სოციალური ქსელებით.

მშობლებმა დაადასტურეს, რომ ფილფანს ინტერპოლი ეძებს, ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ აქვთ ეჭვი, რომ მათი შვილი გაიტაცეს, ქსენია ფილფანი პასუხობს:

„ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლო საშუალება, რათა ჩვენი შვილი ვიპოვოთ. თუ იმის მინიმალური შანსი მაინც არსებობს, რომ ის სადღაც საზღვარგარეთაა, ჩვენ გვინდა ეს შესაძლებლობა და ყველანაირი რესურსი გამოვიყენოთ“, – ამბობს ქსენია ფილფანი.


ილია ფილფანი 18 ივლისს დაიკარგა. როგორც ოჯახი ამბობს, ბავშვი სახლიდან გავიდა, თუმცა, უკან არ დაბრუნებულა. მოზარდის ძებნაში ჩართულნი არიან მაშველები, ტერიტორია კი რამდენჯერმე დაათვალიერეს ვერტმფრენით.

ამასთანავე, ოჯახის ორგანიზებით, გაიკრა განცხადებები ილია ფილფანის დაკარგვის შესახებ, ხოლო ყველა აქტიურ ნომერზე საქართველოში შსს-მ შეტყობინება გააგზავნა. ამ შეტყობინებებში ბავშვის მონაცემები და იმ დროისთვის არსებული ბოლო ინფორმაცია ეწერა.

ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში შეგიძლიათ დაურეკოთ ილიას ოჯახის წევრებს ნომრებზე: 595 40 96 84 – ანანო; 591 54 26 53 – ირაკლი.  

Posted by Anano Pilpani on Sunday, 26 July 2020

გაუჩინარებული ილია ფილფანის ოჯახი მოზარდის გატაცების ვერსიას არ გამორიცხავს

მასალების გადაბეჭდვის წესი