ახალი ამბები

სვანეთში 13 წლის ბიჭს მე-5 დღეა ეძებენ

22 ივლისი, 2020 •
სვანეთში 13 წლის ბიჭს მე-5 დღეა ეძებენ

სვანეთში 13 წლის მოზარდს,ილია ფილფანს ოჯახი და მაშველები უკვე მე-5 დღეა, რაც ეძებენ.

მოზარდის ახლობლები ფეისბუკზე წერენ, რომ ბიჭი 18 ივლისს სახლიდან გავიდა, თუმცა უკან არ დაბრუნებულა.

„იყო ველოსიპედით , ეხურა კეპი და ეცვა მუქი ტანსაცმელი. ბოლოს ნახეს ლენჯერში“.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს. უწყებაში ამბობენ, რომ ბიჭს 50 მაშველი ამ დრომდე ეძებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი