ახალი ამბები

„ნაცმოძრაობის“ სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა

1 ოქტომბერი, 2020 • 1435
„ნაცმოძრაობის“ სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა

„ნაციონალური მოძრაობის“ 2020 წლის საპარლამენტო პროპორციული სიის სათავეში — პირველი ნომერი — არის ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძე.

ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ დაადასტურა ჟურნალისტებთან საუბრისას, ცესკოში სიის წარდგენის შემდეგ.

82 წლის ბუბა კიკაბიძე მსახიობი და მომღერალია. მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ცნობილ ქართულ საბჭოთა ფილმში — „მიმინო“ (1977), „არ დაიდარდო“ (1969), „ვერის უბნის მელოდიები“ (1973) და ა.შ..

ენმ-ის („ძალა ერთობაშიას“) საპარლამენტო სიის პირველი ათეული ასეთია:

  1. ბუბა კიკაბიძე
  2. გრიგოლ ვაშაძე
  3. ნიკა მელია
  4. ხატია დეკანოიძე
  5. კობა ნაყოფია
  6. დევი ჭანკოტაძე
  7. ლევან ვარშალომიძე
  8. სალომე სამადაშვილი
  9. ზაალ უდუმაშვილი
  10. ხათუნა სამნიძე

ენმ-ს სრული საარცევნო სია ნახეთ აქ:

„ქართულმა ოცნებამ“ სრული საარჩევნო სია წარადგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი