ახალი ამბები

ახალი სახეები “ოცნების” სიაში

1 ოქტომბერი, 2020 • 2393
ახალი სახეები “ოცნების” სიაში

“ქართულმა ოცნებამ” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სია სრულად გამოაქვეყნა, სადაც ახალი სახეებიც გამოჩნდნენ, მათ შორისაა ვლადიმერ ჩაჩიბაია – საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური, და პიანისტი ელისო ბოლქვაძე, ასევე, ირაკლი მეძმარიაშვილი, სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე.

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ იმ პირების სიას და რიგით ნომერს, რომლებიც პარტიის სამოცეულში მოხვდნენ:

28. ეკა სეფაშვილი – 2015 წლიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;

ელისო ბოლქვაძე

32. ელისო ბოლქვაძე – პიანისტი;
36. რიმა ბერაძე –  დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი თბილისის საკრეუბლოში;
37. სუმბატ კიურეღიან – ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე;
38. ალეკო ტაბატაძე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე;
39. ალუდა ღუდუშაური – იურისტი;
40. ირმა ზავრადაშვილი – დიდუბის გამგებელი;
42. გივი მიქანაძე – პარლამენტის აპარატი ხელმძღვანელი;
43. ბექა ლილუაშვილი – პრემიერ-მინისტრის მრჩეველი;
44. ქეთი დუმბაძე – მთარგმნელი, კულტურის მინისტრის ყოფილი მრჩეველი;
45. ლექსო დალაქიშვილი;
46. ლევან ქარუმიძე;

ირაკლი მეძმარიაშვილი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

47. ირაკლი მეძმარიაშვილი – საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე;
48. ხატია წილოსანი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის  მოადგილე;
49. ვლადიმერ ჩაჩიბაია – საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური;
52. მაია მენაღარიშვილი;
56. ანა ბუჩუკური – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი;
60. თამარ ტალიაშვილი – თბილისის საკრებულოს წევრი.
“ქართული ოცნების” პარტიულ სიას სრულად გაეცანით.

მასალების გადაბეჭდვის წესი