ახალი ამბები

კორონავირუსის გავრცელების რისკს მინიმუმდე დავიყვანთ – მდინარაძე დაგეგმილ აქციაზე

27 ოქტომბერი, 2021 • 1070
კორონავირუსის გავრცელების რისკს მინიმუმდე დავიყვანთ – მდინარაძე დაგეგმილ აქციაზე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დღეს თბილისში დაგეგმილ აქციაზე დაცული იქნება კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები და ორგანიზატორები პირბადეების გამოყენებით „მინიმუმამდე დაიყვანენ ვირუსის გავრცლელების რისკს“.

მან ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ, რომ ყველა ადამიანი იყოს პირბადით. თუ ვინმე არ იქნება პირბადით, მოვუწოდებთ, რომ გაიკეთონ.

ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მიაწვდიან პირბადეებს ნებისმიერს, რომელიც არ იქნება პირბადით.

ჩვენ ამით მინიმუმამდე დავიყვანთ რისკებს, რომ კოვიდის გავრცელები საფრთხე დღეს პრაქტიკულად არ არსებობდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი განცხადებით, დღეს გამართული აქცია არ არის ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩატარებული აქციის კონტრაქცია. მდინარაძის თანახმად, „აქციის მონაწილეები უარს ეუბნებიან ბოროტებასა და სიცრუეს და დგანან სინათლისა და განვითარების მხარეს.“

მედიით გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, რომ აქციაში მონაწილეობის სანაცვლოდ მოქალაქეებს ფული გადაუხადეს, ხოლო საჯარო მოხელეების ნაწილს თბილისში ჩასვლა მოსთხოვეს, მდინარაძე აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები ღონისძიებას ძალდატანების გარეშე ესწრებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი