ახალი ამბები

31 ქუჩა ვაკეში, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

30 სექტემბერი, 2020 • 3581
31 ქუჩა ვაკეში, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

თბილისში, ვაკის რაიონში, 31 ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება 20 ნოემბრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” თბილისის მერიაში დაუდასტურეს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება შემდეგ ქუჩებზე:

1. ი.ჭავჭავაძის გამზირი
2. ზ.ფალიაშვილის ქუჩა
3. ი.აბაშიძის ქუჩა
4. ვ.ბარნოვის ქუჩა პეტრიაშვილის ქუჩამდე
5. მცხეთის ქუჩა
6. ი. ქუთათელაძის ქუჩა
7. კ.კეკელიძის ქუჩა
8. ე.თაყაიშვილის ქუჩა
9. ნაფარეულის ქუჩა
10. ერისთავი/მრგვალი ბაღის კუთხე
11. ქუთათელაძე/რგვალი ბაღის კუთხე
12. მცხეთის ქ./ქუთათელაძე
13. მცხეთის ქ/აბაშიძე
14. შროშის ქ.
15. რ.ერისთავის ქუჩა
16. ბაზალეთის ქუჩა
17. დ.მირცხულავას ქუჩა
18. დ.არაყიშვილის ქუჩა
19. ო.თაქთაქიშვილის ქუჩა
20. ლ.კავსაძის ქუჩა
21. ნ.ბერძენიშვილის ქუჩა
22. ა.მიშველაძის ქუჩა
23. ა.მოსაშვილის ქუჩა
24. ატენის ქუჩა
25. ნ.ყიფშიძის ქუჩა
26. ნ.საჯაიას ქუჩა
27. თ.აბულაძის ქუჩა
28. ლ.მიქელაძის ქუჩა
29. ნ.რამიშვილის ქუჩა
30. მ.თამარაშვილის ქუჩა გ.წერეთლის ქუჩამდე
31. ქ.ჩოლოყაშვილის გამზირი წერეთლის ქუჩამდე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 20 ოქტომბროდან ვაკის რაიონში განთავსდება სპეციალური საინფორმაციო ჯიხურები, სადაც მოსახლეობას შეეძლება რეგისტრაციის გავლა უფასო პარკირებისთვის.

“ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და ელექტრომობილებისთვის პარკირება იქნება უფასო, დანარჩენ შემთხვევაში გადასახადი იქნება საათი ერთი ლარი”, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის განმარტებით, მსგავსი ზონალურ-საათობრივი პარკირებები თბილისის სხვა უბნებშიც განხორციელდება.

ამასთან, კალაძემ მუნიციპალურ მთავრობის სხდომაზე განაცხად,ა რომ პეკინის ქუჩაზე მდგარი საინფორმაციო ჯიხურები ამ ტერიტორიაზე 10 ოქტომბრამდე დარჩება, შემდეგ კი ავტომობილების მფლობელებს უფასო პარკირების მისაღებად შეუძლიათ ოფიციალური ვებგვერდის და აპლიკაციის საშუალებით დარეგისტრირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი