ახალი ამბები

ნატო და საქართველო ავიამიმოსვლების მონაცემებს გაცვლიან

29 სექტემბერი, 2020 • 750
ნატო და საქართველო ავიამიმოსვლების მონაცემებს გაცვლიან

ნატო და საქართველო ავიამიმოსვლების მონაცემებს გაცვლიან.

ამის შესახებ ნატო-ს გენერალურა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოსა და საქართველოს შოორის თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე.

“მოკავშირეები ვთანხმდებით, რომ კიდევ უფრო მეტად ვითანამშრომლოთ, გავუზიაროთ ერთმანეთს ავიატრასების რადარების მონაცემები, ვითანამშრომლოთ ერთობლივი წვრთნების ფარგლებში. კარგი ის არის, რომ ვხედავთ, საქართველო და ნატო კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლბენ ერთმანეთთან – უფრო მეტი ნატოა საქართველოში და პირიქით. ახლახან აქცენტი გავაკეთეთ საზღვაო პოტენციალის განვითარებაზე, სასაზღვრო ძალების გაძლიერებაზე. სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი საქართველოსთვის და ნატოსთვის. განვიხილავთ, რა შეიძლება გავაკეთოთ დამატებით, რა ელემენტები დავუმატოთ ჩვენს თანამშრომლობას და ეს გულისხმობს ავიამიმოსვლის მონაცემების გაცვლას. ჩვენ უნდა გავცვალოთ ინფორმაცია ავიატრაფიკის შესახებ. ეს საქართველოსთვისაც კარგი იქნება და ნატოსთვისაც. მომავალში არსებითი მნიშვნელობა  ექნება ამას რუსეთთან მიმართებაში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ნატო და საქართველო მუშაობენ არსებითი პაკეტის განახლებაზე.

სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნა, რომ ნატო აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს შემადგენლობაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი