ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა

27 სექტემბერი, 2020 • 2047
სომხეთში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა

სომხეთში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ამის შესახებ განცხადებას სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ავრცელებს.

“მთავრობის გადაწყვეტილებით, სომხეთის რესპუბლიკაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ეს გადაწყვეტილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა. პირად შემადგენლობებს მოვუწოდებ, რომ ტერიტორიულ სამხედრო კომისარიატებში გამოცხადდნენ,” – წერს ფაშინიანი ფეისბუკზე გავრცლებულ განცხადებაში.

 

Սիրելի հայրենակիցներ.

Հիմա կառավարության որոշմամբ Հայաստանի Հանրապետությունում հայտարարվում է ռազմական դրություն եւ…

Posted by Nikol Pashinyan / Նիկոլ Փաշինյան on Sunday, 27 September 2020

დღეს დილით ფაშინიანმა დაწერა, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა ყარაბაღში, არწახის მიმართულებით იერიში მიიტანეს. ოფიციალური ბაქო კი ამბობდა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა “ფართომასშტაბიანი პროვოკაცია მოაწყვეს”.

მალევე მთიან ყარაბაღში საომარი მდგომარეობა და სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლზეც, რომელთა შორის, არის ბავშვიც.

ყარაბაღში საომარი სიტუაცია გამოცხადდა, ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლზეც


სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური რამდენიმედღიანი შეტაკებები 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის/თოუზის პროვინციაში დაიწყო. შეტაკებების შედეგად ორივე მხარეს იყო მსხვერპლი, მათ შორის, აზერბაიჯანელი სამხედრო მაღალჩინოსნები.

ორივე მხარემ ერთმანეთი დაადანაშაულა შეტაკებების დაწყებაში. აზერბაიჯანელი პოლიტოლოგები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ივლისის შეტაკებები საზღვარზე ბაქოს ინტერესებში ნაკლებად შედიოდა, ვინაიდან ბაქოსთვის მომგებიანი არ არის კონფლიქტის ზონის გადატანა ყარაბაღიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. ამჯერად დაპირისპირება უშუალოდ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი