ახალი ამბები

პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის – გახარია

27 სექტემბერი, 2020 • 1123
პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, პანდემია არჩევნების ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის.

“პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მეორე ტალღა იქნება. ეს სიახლე არ არის, ყოველთვის ვამბობდით, რომ ელემენტარული წესები უნდა დავიცვათ.

მარტივი რამ მინდა გითხრათ, განვითარებული მსოფლიოში ვერავინ პირბადეზე, დისტანციაზე და ელენემტარულ ჰიგიენის ნორმების დაცვაზე უკეთესი პრევენცია ვირუსის გავრცელებისთვის – ვერ მოიგონა,” – ამბობს გახარია და ამატებს, რომ მართალია ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი იყო, კორონავირუსთან თანაცხოვრებას უნდა მივეჩვიოთ.

გახარიამ ჟურნალისტებთან ასევე განმარტა, რომ მთავრობას სისტემური შეზღუდვების ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, არ უნდა – “ჩვენ გვინდა, გაგრძელდეს განათლება, ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრება”.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ რისკ ჯგუფებს – ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს საფრთხე არ ექმურებოდეს, მოქალაქეები მაქსიმალურად უნდა მიჰყვნენ ჰიგიენურ ნორმებს, ატარონ პირბადე და დაიცვან დისტანცია.

“სწორი არის რეკომენდაცია, რომ ხანდაზმული ადამიანები აჭარაში დარჩნენ სახლში,” – ამატებს გახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი