ახალი ამბები

“ტესტის პასუხები უარყოფითია” – ჩარკვიანი კორონავირუსისგან განიკურნა

26 სექტემბერი, 2020 • 2504
“ტესტის პასუხები უარყოფითია” – ჩარკვიანი კორონავირუსისგან განიკურნა

“სტრატეგია აღმაშენებელის” წარმომადგენელი და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თაკო ჩარკვიანი წერს, რომ კორონავირუსისგან განიკურნა.

“ორჯერ ჩატარებული (კოვიდის) ტესტების პასუხები უარყოფითია, უფლის წყალობით, ჩვენს ოჯახში ყველასთან. მადლობა დიდი გულშემატკივრობისთვის, ისეთ ენერგეტიკას მაწვდიდით და ეს ისეთი საოცრება იყო, რომ რა შემიძლია? სიკეთით დამებრუნებინოს, დიდი მადლობა”, – წერს ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

?❤️ძვირფასო მეგობრებო, ორჯერ ჩატარებული (კოვიდის ) ტესტების პასუხები უარყოფითია???უფლის წყალობით , ჩვენს ოჯახში…

Posted by Tako Charkviani on Saturday, 26 September 2020

თაკო ჩარკვიანმა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა, 11 სექტემბერს გაავრცელა.

თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

მასალების გადაბეჭდვის წესი