თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
“სტრატეგია აღმაშენებელის” წარმომადგენელს და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატს, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან ფეისბუკის საშუალებით თავად გაავრცელა. “ძვირფასო მეგობრებო დამიდასტურდა კოვიდი!!! თავს უკეთ ვგრძნობ!”, – დაწერა ჩარკვიანმა ფეისბუკ სტატუსში. 11 სექტემბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში Covid-19-ით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს საქართველოში ეპიდემიის გავრცელებიდან დღიურ ინფიცირებათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed