“სტრატეგია აღმაშენებელის” წარმომადგენელი და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თაკო ჩარკვიანი წერს, რომ კორონავირუსისგან განიკურნა.
“ორჯერ ჩატარებული (კოვიდის) ტესტების პასუხები უარყოფითია, უფლის წყალობით, ჩვენს ოჯახში ყველასთან. მადლობა დიდი გულშემატკივრობისთვის, ისეთ ენერგეტიკას მაწვდიდით და ეს ისეთი საოცრება იყო, რომ რა შემიძლია? სიკეთით დამებრუნებინოს, დიდი მადლობა”, – წერს ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
თაკო ჩარკვიანმა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა, 11 სექტემბერს გაავრცელა.
