ახალი ამბები

ყველაფერს გავაკეთებთ არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებისთვის – გახარია

25 სექტემბერი, 2020 • 892
ყველაფერს გავაკეთებთ არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებისთვის – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გაეროში სიტყვით გამოსვლისას ამბობს, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს 2020 წლის არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებისთვის.

გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, გახარიამ 2020 წლის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2024 წელს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.

„საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ ამ უმნიშვნელოვანესმა არჩევნებმა, რომლის ჩატარებაც გვიწევს პანდემიის პირობებში, ჩაიაროს თავისუფალ, მიუკერძოებელ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში, სადაც საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური დასწრების ფონზე, საქართველოს ყველა მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი პოლიტიკური ნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი