ახალი ამბები

უგულავა აკრიტიკებს უდუმაშვილის ნათქვამს – „ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელს“

23 სექტემბერი, 2020 • 1052
უგულავა აკრიტიკებს უდუმაშვილის ნათქვამს – „ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელს“

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მალხაზ ჯალაღონიას წარდგენისას პარტიის ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა თქვა: „ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელს“.

უდუმაშვილის ამ რეპლიკას გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, რომელიც ასევე ზუგდიდში იყრის კენჭრს. უგულავამ უდუმაშვილს ფეისბუკზე ასე მიმართა:

„ძვირფასო მეგობარო, სანდრა ელისაბედ რულოვსი, ხომ ვერ მეტყვი, ზუგდიდის რომელი სოფლიდან ან უბნიდანაა, ჯერ მაჟორიტარი და მერე საერთოდ მერის კანდიდატად რომ იყრიდა კენჭს? თუ ბელადის ოჯახის წევრებს წარმოშობის სერტიფიკატს არ ვუმოწმებთ“?

უგულავას თქმით, ასე, როდესაც პარტია ქართული ოცნების კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის მსგავსად „იკბინება“, „უხერხულად სამარცხვინოდ“ გამოიყურება: „ისე ძალიან კი ემსგავსებით ერთმანეთს“, – დაწერა უგულავამ.

ამასთან, უგულავამ დაწერა: „ბატონ მალხაზს არ ვიცნობ, ასე გაკითხვით, მხოლოდ კარგ ექიმად დამიხასიათეს. ვუსურვებ მალე და ჯანმრთელად დაეღწიოს თავი თვითიზოლაციისთვის. იმედი მაქვს, კონფერენსიე უდუმაშვილის და კომკავშირელი ჩიქოვანისგან განსხვავებულად უყურებს ზუგდიდისა და ქვეყნის მომავალს და არც ტრაიბალიზმის კლიშეები აწუხებს. აუცილებლად მოვიწვევ მას სადისკუსიოდ ღია ეთერში თუ პრივატულად ჩაიზე“.


ქართული ოცნება – ირაკლი ჩიქოვანი;
ლელო – ალექსანდრე ახვლედიანი;
ევროპული საქართველო – გიგი უგულავა;
პატრიოტთა ალიანსი – ოთარ ჭითანავა;
ქართული მარში – გიორგი გაბედავა;
თავისუფალი საქართველო – ზურაბ ჯინჯოლავა;
კონსერვატიული პარტია – გიორგი მორგოშია;


ოპოზიციურმა გაერთიანება „ძალა ერთობაშიამ“, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარშემოა გაერთიანებული, 23 სექტემბერს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

სია ასეთია:

ვაშაძე, ჟორჟოლიანი, ზოდელავა და სხვები – „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატები

ზუგდიდში ენმ, სავარაუდოდ, მალხაზ ჯალაღონიას წარადგენს

მასალების გადაბეჭდვის წესი