ახალი ამბები

მუშების დაღუპვის საქმეზე მოკვლევაში შრომის უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო

17 სექტემბერი, 2020 • 821
მუშების დაღუპვის საქმეზე მოკვლევაში შრომის უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო

ქუთაისში, თაბუკაშილის ქუჩაზე, მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს დღეს, 17 სექტემბერს, ორი მუშა დაიღუპა.

“საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელექტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე ელექტრომონტიორი).

რკინიგზის ინფორმაციით, უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. კომპანია აცხადებს, რომ თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები. მოკვლევაში ჩართულია შრომის უსაფრთხოების სამსახური.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.