ახალი ამბები

1 ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგაში Wizz Air იფრენს – გახარია

17 სექტემბერი, 2020 • 778
1 ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგაში Wizz Air იფრენს – გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, პირველი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით Wizz Air კვირაში ერთხელ შეასრულებს რეგულარულ რეისებს. გახარიამ ამის შესახებ დღეს, 17 სექტემბერს, საკოორდინაცო საბჭოს სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

“დღეის მდგომარეობით პირდაპირი ფრენები გახსნილია საერთასორისო ავიაკომპანიებისთვის, როგორიცაა Lufthansa, Air France, Air Baltic, ასევე, ჩვენი ეროვნული გადამზიდავისთვის [Georgian Airways]. დღეს გადავწყვიტეთ, რომ პირველი ოქტომბრიდან გავხსნათ ქუთაისიდან რიგის მიმართულებით პირდაპირი რეისი. ეს არ იქნება თამამი გადაწყვტილება და ფრენები შესრულდება მხოლოდ კვირაში ერთხელ”, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, მთავრობა საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნას “ფრთხილად, მაგრამ თანმიმდევრულად” გააგრძელებს და  ეს პროცესი დამოკიდებული იქნება როგორც ეპიდემიოლოგიურ, ისე ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ამ ეტაპზე საქართველოს რეგულარული საჰაერო მიმოსვლა სამი მიმართულებით აქვს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები მხოლოდ მიუნხენის, პარიზისა და რიგის მიმართულებით სრულდება.

Wizz air სექტემბერში ფრენებს განაახლებს – თურნავა

მასალების გადაბეჭდვის წესი