ახალი ამბები

სოც-დეკებმა პროპორციული სიის ოცეული წარადგინეს

14 სექტემბერი, 2020 • 1906
სოც-დეკებმა პროპორციული სიის ოცეული წარადგინეს

სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ („სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სიის ოცეული წარადგინა.

პარტიის ლიდერმა, გია ჟორჟოლიანმა „ნეტგაზეთს“ დაუდასტურა, რომ საარჩევნო სიის პირველი ნომერი თვითონ იქნება.

გია ჟორჟოლიანის თანახმადვე, დღეს დასახელებული გუნდის წევრები ქმნიან პარტიის ძირითად საარჩევნო ბირთვს, თუმცა სიაში მათი ნუმერაცია ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. უკვე ოფიციალურ სიას პარტია 30 სექტემბერს წარუდგენს საზოგადოებას.

რამდენიმე კვირის წინ პარტიამ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას არ აპირებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზად პარტიამ დაასახელა მოტივაცია, რომ „არ გაიყოს ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეთა ხმები“.

როგორც სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში აცხადებენ, ისინი ძალებს მიმართავენ არჩევნებში პროპორციული სიით მაღალი შედეგის მისაღწევად. პროპორციული სიის სავარაუდო ოცეული/ძირითადი საარჩევნო გუნდი კი ასეთია:

  • ბადრი ფირცხელიანი;
  • მარინა მუსხელიშვილი;
  • ეკა ლეკაშვილი;
  • კახაბერ ჟღენტი;
  • ვანო ხვიბლიანი;
  • ელგუჯა ხარშილაძე;
  • დავით ლობჟანიძე;
  • მიხეილ ადეიშვილი;
  • იოსებ არჩვაძე;
  • ზურაბ ვახანია;
  • ნათია ქევხიშვილი;
  • გიორგი კევლიშვილი;
  • მაია ასაკაშვილი;
  • გიორგი მაკასარაშვილი;
  • მამედ იუსუბოვი;
  • ეკატერინე ჭელიძე;
  • ნოდარ ელიზბარაშვილი;
  • ლანდა ალვარიანი;
  • ავთანდილ სულაბერიძე;
  • შოთა მაჭარაშვილი;
  • ეკატერინე სანიკიძე;

ნახეთ ასევე:

მაჟორიტარებს არ წარვადგენთ, რათა ენმ-ის მეტოქეთა ხმები არ გაიყოს – სოც-დეკები

მასალების გადაბეჭდვის წესი