ახალი ამბები

14 სექტემბერი: კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

14 სექტემბერი, 2020 • 1199
14 სექტემბერი: კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

14 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2392 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.

ამავე ვებგვერდის თანახმად, ჯერ არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. თუმცა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1370-მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში  6633 ადამიანია,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი