ახალი ამბები

დიღმის ჭალების ტყე-პარკად მოწყობის მოთხოვნით აქცია გაიმართა

12 სექტემბერი, 2020 •
დიღმის ჭალების ტყე-პარკად მოწყობის მოთხოვნით აქცია გაიმართა

დღეს დიღმის ჭალების დაცვის საინიცატივო ჯგუფის ორგანიზებით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს  სარეკრიაციო ტერიტორიაზე, მათი განცხადებით, გარემოს დამაზიანებელი საწარმოების უკანონო ფუნქციონირება და მერიისგან დიღმის ჭალების ტყე-პარკად რეაბილიტაცია მოითხოვეს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დიღმის ჭალები თბილისის მასშტაბით უნიკალური ტერიტორიაა და გამორჩეულ ლანდშაპტთან ერთად, ქალაქის უმსხვილეს დასახლებულ უბნებთან სტრატეგიურლი მდებარეობის გამო სპორტულ-რეკრიაცულ ზონად განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია.

“თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიღმის ჭალების მუნიციპალურ ტერიტორიაზე ინტენსიურად დაიწყო და კვლავაც გრძლედება გარემოს დამაზიანებელი მრავალი უკანონო საქმიანობა, რომელთა შედეგად დიღმის ჭალები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადაგა,”-აცხადებენ ისინი.

დიღმის ჭალებში პარკის გაშენების შესახებ საუბარი ჯერ კიდევ 2015 წელს, დავით ნარმანიას მერობის პერიოდში დაიწყო. მაშინ ნარმანია ამბობდა, რომ ამ ტერიტორიაზე პარკის გაშენებით დიღმის ჭალები ფუნქციას შეიძენდა, როგორც თბილისის საზღვრებში არსებული ერთადერთი უფუნქციო კუნძული. პარკის პროექტი 2019 წელს თბილისის მერმა კახა კალაძემ ხელახლა წარმოადგინა და თქვა, რომ მისი მშენებლობა იმავე წელს დაიწყებოდა. პროექტის მიხედვით, პარკის ასაშენებლად გამოიყოფოდა 15 მილიონამდე ლარი.

თუმცა ადგილობრივი მცხოვრების, ანა ტრაპაიძის თქმით, ამ ტერიტორიაზე პარკის იმ სახით გაშენება, როგორც მერიას აქვს დაგეგმილი, მოსახლეობას არ სურს:

“მერიას რაც აქვს შემოთავაზებული, ეს არის 15 ჰექტარზე, როდესაც მის საკუთრებაში 100-ზე მეტი ჰექტარია და ჩნდება კითხვა, რატომ მხოლოდ 15 ჰექტარზე და არა მეტზე. მით უმეტეს, რომ გენგეგმის მიხედვით, ის ტერიტორიები, რაც აქ არის, არის სატყეო და რეკრეაციული ზონა. მერიას უნდა ააშენოს რიყის ტიპის პარკი, ჩვენ მოსახლეობას ეს არ გვინდა, რადგან ეს იქნება ხმაურიანი ადგილი, ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს ტყე-პარკი, რომელშიც არის ბილიკები და ჰყავდეს თავისი რეინჯერი, რომ ყურადღება მიაქციოს პარკის სისუფთავეს და სხვა საკითხებს. ჩვენ გვგონია, რომ ეს არის საბაბი იმ ქმედებების გასამართლებლად, რაც რეალურად ხდება აქ.”

“დიღმის ჭალები ნადგურდება” – მოსახლეობა ეკოსისტემის გადარჩენას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი