ახალი ამბები

თსუ 14 სექტემბერს სწავლას დისტანციურად გააგრძელებს

11 სექტემბერი, 2020 • 1099
თსუ  14 სექტემბერს სწავლას დისტანციურად გააგრძელებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 14 სექტემბერს სწავლას დისტანციურად გააგრძელებს. ამის შესახებ განცხადებას უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, 14 სექტმებერს სწავლას დისტანციურად შემდეგი ფაკულტეტები დაიწყებენ:

  • იურიდიული ფაკულტეტი
  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
  • მედიცინის ფაკულტეტი
  • ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა
  • ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტები

21 სექტმებრიდან კი დისტანციურ სწავლებას 21 სექტემბერს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაიწყებს.

ინფორმაცია სტუდენტებისთვის ონლაინ სწავლების ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განთავსდა LMS.TSU.GE-ზე.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას, თქმით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე თბილისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, ფოთში და ქუთაისში სწავლა 1 ოქტომბრამდე გადაიდო. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამარტულ ბრიფინგზე განაცხადა.

გახარიას თქმით ამ ქალაქებში ნებისმიერი სახის სასწავლო პროცესი, მათ შორის უმაღლეს სასწავლებლებში და სკოლებში სწავლა პირველი ოქტომრიდან დაიწყება. მისი განმარტებით ამ გადაწყვეტილების მიზეზი ეპიდსიტუაციის რისკების სწორი შეფასებაა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი