ნეტგაზეთი | ვითიბი ბანკმა, ვაკის პარკის ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაციაში მიიღო მონაწილეობა ვითიბი ბანკმა, ვაკის პარკის ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაციაში მიიღო მონაწილეობა – Netgazeti
RU | GE  

ვითიბი ბანკმა, ვაკის პარკის ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაციაში მიიღო მონაწილეობა

ვითიბი ბანკმა, ვაკის პარკის, თბილისის მერიის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, პარკში მდებარე ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაციაში მიიღო მონაწილეობა.

ვაკის პარკის სამივე კორტზე გამოიცვალა ძველი საფარი და სრულიად ახალი უმაღლესი ხარისხის საფარით ჩანაცვლდა. დამონტაჟდა გასახდელები და საშხაპეები.

სამივე კორტი ჯამში 1900 კვადრატულ მეტრ ფართობზე მდებარეობს.

10 წელიწადზე მეტია, რაც ვითიბი ბანკი ქართული სპორტის #1 ქომაგია. სპორტის სახეობების და სპორტსმენების მხარდაჭერა ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ჩვენი ბანკისთვის. ამ პროექტში მონაწილეობა მივიღეთ, რადგან გვესმის რაოდენ მნიშვნელოვანია გამართული ინფრასტრუქტურა სპორტის ნებისმიერი სახეობის განვითარებისთვის – განაცხადეს ვითიბი ბანკში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი