ახალი ამბები

გახარია: ჯანდაცვის სამინისტროს უახლოეს დღეებში 3 000 საწოლის მომზადება დაევალა

11 სექტემბერი, 2020 • 1021
გახარია: ჯანდაცვის სამინისტროს უახლოეს დღეებში 3 000 საწოლის მომზადება დაევალა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მზარდი სტატისტიკის ფონზე ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა უახლოეს დღეებში 3 000 საწოლის მზადყოფნაში მოყვანა დაევალა.

გახარია აღნიშნავს, რომ შემთხვევების მატების მიუხედავად პანიკის საფუძველი არ არსებობს, რამდენადაც დაავადების გამოვლენისა და მკურნალობის მექანიზმი გამართულად, შეფერხების გარეშე მუშაობს:

“დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა უახლოეს დღეებში სრულ მზადყოფნაში იყოს 3 000 საწოლი იმისთვის, რომ თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, მათ შეეძლოთ სწრაფად და ეფექტურად უმკურნალონ.

“დღეის მდგომაროებით, მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობა ინფიცირებულების იზრდება, ჩვენ სრულად ვმართავთ და ვაკონტორლებთ სიტუაციას” – ამბობს გახარია.

უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება. დღეს, 11 სექტემბერს, ინფიცირების 87 შემთხვევა გამოვლინდა, რაც საქართველოსთვის დღიური გამოვლენის რეკორდული მაჩვენებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი