ახალი ამბები

“მეორე ტალღას შემოდგომაზე ვვარაუდობდით, ეს პროცესი იწყება” – გახარია

10 სექტემბერი, 2020 • 1116
“მეორე ტალღას შემოდგომაზე ვვარაუდობდით, ეს პროცესი იწყება” – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება თანდათან იცვლება და როგორც მოსალოდნელი იყო, შემოდგომაზე ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა იწყება.

გახარია აცხადებს, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშაა და პანიის საფუძველი არ არსებობს:

“57 შემთხვევა, რომელიც გვქონდა დღეს და გუშინდელი 44 შემთხვევა პირდაპირ მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ნელ-ნელა იცვლება. თუმცა, როგორც ჩვენ ვვარაუდობდით მეორე ტალღას, ფაქტობრივად, ეს პროცესი იწყება. ვვარაუდობდით შემდგომას და შემოდგომაზე ეს პროცესი იწყება. აქ საგულისხმო რა არის, მთავარია, რომ არანაირი საფუძველი პანიკისთვის არ არსებობს იმიტომ, რომ სრულად ვმართავს სიტუაციას და სიტუაცია არის კონტროლის ქვეშ” – ამბობს გახარია.

მისი თმით, ეპიდემიის დაწყების პირველ დღეებში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა დღეში საშუალოდ 150 PCR ტესტს ატარებდა დღეის მდგომარეობით კი ეს რიცხვი 6000-7000-ს აღწევს და მომავალში 10 000-მდე გაიზრდება:

“მოგეხსენებათ, რომ ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღიდან საქართველოს მთავრობამ დროულად და სწრაფად გადადგა ნაბიჯები და ამ ნაბიჯების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ვირუსის გავრცელების რისკების მართვა ისევე, როგორც სოციალური ეკონომიკური და თუნდაც პოლიტიკური ცხოვრების ადაპტაცია ერთობლივად ვირუსის მართვის პირობებში.

მაგალითისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ ეპიდემიის დაწყებიდან პირველ დღეებში ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დღეში 150 PCR ტესტს აკეთებდა, დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სისტემას შეუძლია საშუალოდ გააკეთოს 6000-7000 ტესტი და სულ მალე შესაძლებელი იქნება 10 000 ტესტის გაკეთება”, – აცხადებს გახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი