ახალი ამბები

კომიტეტმა მინიმალურ ხელფასზე ნაცვლიშვილის კანონპროექტი ჩააგდო

8 სექტემბერი, 2020 • 2741
კომიტეტმა მინიმალურ ხელფასზე ნაცვლიშვილის კანონპროექტი ჩააგდო

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ჩააგდო დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის კანოპროექტი, რომელიც  საქართველოში თვიური მინიმალური ხელფასის 20 ლარიდან 500 ლარამდე გაზრდის ითვალისწინებდა.

დოკუმენტი „მომსახურებისა და ჯანდაცვის სფეროების პროფკავშირ სოლიდარობის ქსელისა“ და „პროფკავშირების ახალი გაერთიანების” ავტორობით მომზადდა.

როგორც სოლიდარობის ქსელში აცხადებენ,  ქვეყანაში, დაახლოებით, 900 ათასი დასაქმებულიდან 229 ათასი დასაქმებულის ხელფასი თვეში 250 ლარზე ნაკლებია. მათ შორის არიან მედმუშაკები, მასწავლებლები და მომსახურების სფეროში დასაქმებულებიც:

“მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი საქართველოში მინიმალური ხელფასის გაზრდის წინააღდმეგია, ვხედავთ, რომ ჩვენ რეგიონში ყველაზე დაბალი და თითქმის 21-ჯერ უფრო ნაკლები გვაქვს განსაზღვრული მინიმალური ხელფასი, ჩვენს შემდეგ ყველაზე დაბალი მინიმალური ხელფასის ქვეყანასთან შედარებით” – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მომსახურებისა და ჯანდაცვის სფეროების პროფკავშირი, სოლიდარობის ქსელი მიიჩნევს, რომ  მინიმალური ხელფასის განსაზღვრა მნიშვნელოვანია, რათა ღირსეულად დაფასდეს მშრომელების შრომა და ხელი შეუწყოს დემოკრატიულ, სოციალურად ძლიერი სახელმწიფოს არსებობას.

წაიკითხეთ ვრცლად, თუ რას გულისხმობდა ნაცვლიშვილის კანონპროექტი:

მინიმალური ხელფასი დარიცხული 500 ლარი – ნაცვლიშვილის კანონპროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი