ახალი ამბები

საქართველომ ესტონეთთან 0:1 გაიმარჯვა

5 სექტემბერი, 2020 • 1304
საქართველომ ესტონეთთან 0:1 გაიმარჯვა

საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ესტონეთის ნაკრებთან ანგარიშით 0:1 გაიმარჯვა.

გამარჯვების ერთადერთი გოლი ნიკა კაჭარავამ გაიტანა.

ეს იყო საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ერთა ლიგის მეორე გათამაშების მატჩი, რომელიც ტალინში გაიმართა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, თბილისში გამართული ოთხდღიანი მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ, ვლადიმირ ვაისის გუნდი ესტონეთის დედაქალაქში ჩარტერული რეისით 4 სექტემბერს დილით გაემგზავრა. რამდენიმე საათში კი ქართველმა ფეხბურთელებმა წლის სადებიუტო მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი