ახალი ამბები

თბილისის წიგნის ფესტივალი 22-27 სექტემბერს ჩატარდება

5 სექტემბერი, 2020 •
თბილისის წიგნის ფესტივალი 22-27 სექტემბერს ჩატარდება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 22-27 სექტემბერს თბილისში წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი  ჩატარდება. 

Covid 19-ის პანდემიის მიზეზით, ფესტივალის  ხანგძლივობა  4-დან 6 დღემდე გაიზრდება.   ღონისძიებები Expo Georgia-ს მე-11 პავილიონსა და პავილიონის ეზოში რეგულაციების დაცვით მოეწყობა.

ფესტივალში მონაწილეობას 40-ზე მეტი ორგანიზაცია მიიღებს. ორგანიზაციები  მკითხველს სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას სთავაზობენ. 

წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალის ძირითადი პროგრამა ახალი წიგნების პრეზენტაციებსა და ქართველ მწერლებთან შეხვედრებს მოიცავს. ფესტივალს აქვს საბავშვო და საგამომცემლო-პროფესიული პროგრამები. 

ფესტივალი თბილისის მერიის, მწერალთა სახლისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარაჭერით ხორციელდება.  

მასალების გადაბეჭდვის წესი