ახალი ამბები

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი

4 სექტემბერი, 2020 • 742
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი

წინასწარი ინფორმაციით, თბილისში, ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად, დაღუპულია ერთი და დაშავებულია სამი ადამიანი.

როგორც პოლიცია აცხადებს, დაშავებულთაგან ორი არის მუშა.

აფეთქება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადღესასწაულო ცენტრ “დეჟავუში”, დაახლოებით 16:20 საათზე მოხდა. ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, მუშები აწარმოებდნენ სარემონტო სამუშაოებს, რა დროსაც, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

აფეთქების ხმა თბილისის მაცხოვრებლებმა რამდენიმე კილომეტრის რადიუსში გაიგეს. ფილარმონიის მიდებარე ტერიტორია ამ დროისათვის გადაკეტილია, ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები.

მასალების გადაბეჭდვის წესი