საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, გუშინ, 2 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 7186 ტესტი ჩატარდა, რომელთა პასუხები დღეს, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი:
“გუშინ, ქვეყნის მასშტაბით გაკეთდა 7186 ტესტი, რომელზე პასუხიც გვექნება დღეს, დღის მეორე ნახევარში, და რაც ეპიდეიოლოგიურ სურათს უკეთესად დაგვანახებს. თუმცა ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პანდემია გამოწვევაა, რომელთან ერთადაც მოგვიწევს ცხოვრება შემდეგი წელიწადი, წელიწად-ნახევარი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მოქლაქეების დასაცავად და დავიცვათ ჩვენი ეკონომიკა” ,- ამბობს გიორგი გახარია.
დღეს, 3 სექტემბერს საქართველოში ახალი კორონავირუსის 20 შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 20 ახალი შემთხვევიდან 8 პაციენტი ინფიცირებულთან კონტაქტია. ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია, ხოლო 7 შემთხვევა შემოტანილია. 4 ადამიანის ინფიცირების წყაროს მოძიების მიზნით კი ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. ჯამში, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1568 გახდა.