ახალი ამბები

გონიოში „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერი „ლელოს“ აქტივისტებმა ჩამოხსნეს

29 აგვისტო, 2020 • 1438
გონიოში „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერი „ლელოს“ აქტივისტებმა ჩამოხსნეს

დღეს 29 აგვისტოს, გონიოში, პოლიტიკური პარტიის „ლელოს“ აქტივისტებმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერი პროტესტის ნიშნად ჩამოხსნეს.

„აჭარაში არ დავუშვებთ არასდროს იმას, რომ პატრიოტთა ალიანსმა მოღალატეობრივი და სრულიად უბადრუკი მცდელობებით შეძლოს აჭარის მოსახლეობის შეურაცხყოფა. მოსახლეობას მივმართავთ რომ არასდროს არ დაუშვათ და თქვენივე ხელით მოხსენით ნებისმიერი ბანერი, რომელიც გაშვებული იქნება ამ სივრცეებში“-ამბობს ირაკლი კუპრაძე.

ბანერზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან ერთად, აჭარაც წითლად არის აღნიშნული. „დანაწევრებული საქართველო ბანერია გამოკრული, ამიტომ ჩამოვიღეთ“-აცხადებენ აქტივისტები.

„პატრიოტთა ალიანსი“, გონიოსა და სარფში საარჩევნო ბანერები წინასაარჩევნოდ გააკრა, სადაც საქართველოს რუკაზე ოკუპირებულ ტერიტორიად არის მონიშნული. ბანერზე აწერია: „დაიცავი აჭარა“. პატრიოტთა ალიანსის ბანერს უაყოფითი შეფასებები მოჰყვა საზოგადოებაში.

„სჯობს თქვენივე ხელით ჩამოხსნათ“, „ეს არის დანაშაულებრივი ქმედება, აჭარის მოსახლეობის შეურაცხყოფა და საშინელი განწყობების თესვა რეგიონში“-აცხადებენ მოქალაქეები.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/297207/

მასალების გადაბეჭდვის წესი