ახალი ამბები

ალასკასთან რუსული წყალქვეშა ნავი გამოჩნდა

28 აგვისტო, 2020 • 832
ალასკასთან რუსული წყალქვეშა ნავი გამოჩნდა

აშშ-ის შტატ ალასკასთან, საერთაშორისო წყლებში, რუსული წყალქვეშა ნავი გამოჩნდა.

როგორც ჩრდილოეთი ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების გაერთიანებული ხელმძღვანელობა (NORAD) აცხადებს, წყალქვეშა ნავს ყურადღებით აკვირდებიან.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რა მიზეზი/მიზნით ამოცურა რუსულმა წყალქვეშა ნავმა წყალს ზემოთ. აშშ-ის ხელისუფლება ამბობს, რომ არ მიუღიათ შეტყობინება/თხოვნა დახმარების შესახებ.

როგორც Associated Press წერს, წყალქვეშა ნავი სამხედრო სწავლებებში იღებს მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი