ახალი ამბები

პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითია — რატიანი შატილის გზაზე დაშავებულებზე

27 აგვისტო, 2020 • 792
პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითია — რატიანი შატილის გზაზე დაშავებულებზე

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია.

“პაციენტების მდგომარეობაში გუშინდელთან შედარებით დადებითი დინამიკა აღინიშნება. ორ მათგანთან წნევა გახდა სტაბილური, ანუ, შოკის კლინიკა მოიხსნა. კლინიკურ- ლაბორატორიული მდგომარეობით და ასევე, ობიექტური მონაცემებით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია”, — განუცხადა რატიანმა ჟურნალისტებს.

შატილიდან თბილისისკენ მომავალი მიკროავტობუსი, რომელიც ხევსურეთში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდა, 23 აგვისტოს გზის სავალი ნაწილიდან, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავარიის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის — მიკროავტობუსის მძღოლი.

3 გადარჩენილი მგზავრი ამჟამად თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი