ახალი ამბებისაზოგადოება

რამდენიმე საათია უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება — რატიანი შატილის გზაზე დაშავებულებზე

26 აგვისტო, 2020 • 1153
რამდენიმე საათია უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება — რატიანი შატილის გზაზე დაშავებულებზე

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულ სამივე პაციენტთან ბოლო რამდენიმე საათია უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება.

მისივე თქმით, სამივე პაციენტს არასტაბილური ჰემოდინამიკა აქვს. თუმცა, როგორც რატიანი აღნიშნავს, სამივე მათგანთან სასიცოხლო ნიშნები ამ დრომდე ნარჩუნდება.

“სამივე მათგანს უგრძელდება ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია. თქვენ იცით, რომ სამივე მათგანთან რქოვანის და გუგის რეფლექსი გაჩნდა, რაც ამ ეტაპამდეც ნარჩუნდება”, — განუცხადა რატიანმა “იმედს”.

შატილიდან თბილისისკენ მომავალი მიკროავტობუსი, რომელიც ხევსურეთში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდა, 23 აგვისტოს გზის სავალი ნაწილიდან, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავარიის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის — მიკროავტობუსის მძღოლი.

3 გადარჩენილი მგზავრი ამჟამად თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. ექიმის, ლევან რატიანის თქმით, მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი