ახალი ამბები

შავი ზღვის ჯაზფესტივალი მომდევნო წლამდე გვემშვიდობება

24 აგვისტო, 2020 • 766
შავი ზღვის ჯაზფესტივალი მომდევნო წლამდე გვემშვიდობება

21-23 აგვისტოს ბათუმმა ტრადიციულად შავი ზღვის რიგით მე-14 ჯაზფესტივალს უმასპინძლა. როგორც ყოველთვის, წლევანდელ საფესტივალო დღეებსაც არ ჩაუვლია წვიმის გარეშე, თუმცა რიგით მე-14 ჯაზფესტივალი წელს, მსოფლიო პანდემიის ფონზე, მაინც განსხვავებულად ჩატარდა.

წლევანდელი ფესტივალი მხოლოდ ქართველი მუსიკოსებით იყო დაკომპლექტებული.  21 აგვისტოს საღამო გიორგი მიქაძემ გახსნა პროექტით – Giorgi Mikadze Micro BeatZ, რომლის შემდეგაც მსმენელის წინაშე ნინო ქათამაძე წარდგა Black Sea Jazz Project-ით.

22 აგვისტოს, ფესტივალის მეორე დღეს, სცენას ახალგაზრდა მუსიკოსის, ლუკა თოფურიას ტრიომ დაიკავა. შემდეგ კი მსმენელის წინაშე სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი პროგრამით სტეფანე წარდგა.

სტეფანე

შავი ზღვის ჯაზფესტივალი 23 აგვისტოს Young Georgian Lolitaz-მა და ჯგუფმა Moku Moku-მ დახურეს.

Young Georgian Lolitaz

“კომპანია Eastern Promotions-მა წელსაც არ უღალატა ტრადიციას და მიუხედავად არსებული მსოფლიო პანდემიისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა, ერთგულ მსმენელს ტრადიციულად ეპატიჟება ბათუმში, შავი ზღვის ჯაზფესტივალის ზეიმზე. ის ფაქტი, რომ წლევანდელი ფესტივალი სრულად არის დაკომპლექტებული ქართველი შემსრულებლებით, ხაზს უსვამს, რომ Eastern Promotions პანდემიის გამო დაზარალებული ქართული მუსიკალური ინდუსტრიის გვერდით დგას.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი