ახალი ამბები

დღეს, 23:00 საათზე, ნინო ქათამაძის და ნიკოლოზ რაჭველის კონცერტი გაიმართება

26 თებერვალი, 2022 • 1855
დღეს, 23:00 საათზე, ნინო ქათამაძის და ნიკოლოზ რაჭველის კონცერტი გაიმართება

დღეს, შაბათს, 26 თებერვალს, 23:00 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, უკრაინის მხარდასაჭერად ნინო ქათამაძისა და ნიკოლოზ რაჭველის კონცერტი გაიმართება.

„ხმა საქართველოდან“ – ასე ჰქვია დღეს საღამოს დაგეგმილ, უკრაინის მხარდამჭერ კონცერტს.

კონცერტის ორგანიზატორები არიან ელენე ხოშტარია და სოფო ჭყონია. ინფორმაციას ელენე ხოშტარიას პარტიის პრესცენტრი ავრცელებს.


საღამოს 7 საათზე რუსთაველზე დაგეგმილია უკრაინის მხარდამჭერი მორიგი აქციაც.

მე-3 დღეა, რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

26 თებერვლის მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალების თანახმად,  კიევიდან 29 კილომეტრში, ვასილკოვში, სადაც „ოკუპანტები დესანტის გადმოსხმას ცდილობენ“, მძიმე ბრძოლებია.

ხელჩართული ბრძოლებია კიევის ქუჩებშიც, სადაც მთელი ღამე აფეთქებების ხმა ისმოდა.

  • რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.  შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპერატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
  • რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.
  • პარალელურად, დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის, აშშ-მ განაცხადეს, რომ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ აწესებენ მძიმე ეკონომიკურ სანქციებს.
  • აშშ-მ ზელენსკის ქვეყნიდან ევაკუაცია შესთავაზა 26 თებერვლის ღამეს, რაზედაც უკრაინის პრეზიდენტმა უარი განაცხადა და რჩება კიევში.

მასალების გადაბეჭდვის წესი