ახალი ამბები

შატილის ავარიაში დაშავებულ 2 პაციენტს სასწრაფო ოპერაცია უტარდება

24 აგვისტო, 2020 • 1188
შატილის ავარიაში დაშავებულ 2 პაციენტს სასწრაფო ოპერაცია უტარდება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, ამ დროისთვის შატილში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა კრიტიკულია, ორ მათგანს კი ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ამის შესახებ რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

“ორ მათგანთან განვითარდა შინაგანი სისხლდენა და პაციენტები სასწრაფო წესით შევიყვანეთ საოპერაციო ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია. ყველა საციცოცხლო მაჩვენებელი ამ ეტაპამდე ნარჩუნდება მედიკამენტური გზით”, – განაცხადა რატიანმა.

მისი თქმით, დაშავებულების საშუალო ასაკი 25 წელია.

შატილიდან თბილისისკენ მომავალი მიკროავტობუსი, რომელიც ხევსურეთში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდა, გუშინ, 23 აგვისტოს გზის სავალი ნაწილიდან, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავარიის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის- მიკროავტობუსის მძღოლი.

გარეკანის ფოტო – “მთავარი არხი”

მასალების გადაბეჭდვის წესი